ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე სტადიონზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება. დღეს ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები დაიკითხებიან. ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები და უცხოელი სტუდენტები კონფლიქტის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. დაკითხვაზე შესვლამდე, მათ კომენტარი არ გააკეთეს.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც პირველ არხს უცხოელი სტუდენტების ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა, ის საქმის გადაკვალიფიცირებას რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით ითხოვს.