მწერალთა სახლში ბეჟან ბარდაველიძის სახელობის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ. პრემიები სამ ნომინაციაში გაიცა. პოეზიაში ჯილდო გადაეცა ახალგაზრდა ქართველ ავტორს ალექსანდრე მიშელაშვილს. პროზაში თეიმურაზ ჭკუასელს დოკუმენტური მოთხრობებისთვის, რომელიც „ანსამბლ ქართულ“ ხმებს მიეძღვნა. კრიტიკა-ესეისტიკისთვის კი ნინო დარბაისელ-სტრონს.
პრემია ვახტანგ ბარდაველიძის საქველმოქმედო ფონდმა ჟურნალ „ცისკარი 1852“-ის ავტორთა მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით დააწესა. ჟურნალი ცისკარი 1852 წლიდან გამოიცემოდა, მისი მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა.