შარვაშიძის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოება 

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2020 წლის ლაურეატები ცნობილია. პრემია მიენიჭათ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს სპექტაკლისთვის „მთვარის მოტაცება“, მხატვარ ხუტა კვარაცხელიას, ირაკლი შამათავას მოთხრობების კრებულისთვის „გამშვები პუნქტი“, შოთა ზოიძეს ლექსების კრებულისთვის „გულზე დასაყრელი მიწა“. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია 1995 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი ყოველწლიური გახდა და ქართულ- აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილი მხატვრული ნაწარმოებებისთვის გაიცემა.