„წიგნის ქომაგი 2020“ - პრემია „წიგნების თაროს“ გადაეცა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2020“ საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდს გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი ტრადიციულად გაიცა „წლის წიგნის ქომაგის“ ჯილდო.