დავით წერედიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. „ფანტასტიკური პოეტი და ეპოქალური მთარგმნელი“, – ასე იხსენებდნენ მას ახლობლები და მეგობრები.

1981 წლიდან, დავით წერედიანი მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში, სხვა ჯილდოებთან ერთად, ცნობილმა ქართველმა მთარგმნელმა რამდენჯერმე აიღო „საბა“, მათ შორის, 2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2017 წელს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

დავით წერედიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.