თბილისში, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.