სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქართველოს აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგად, სხვადასხვა დარღვევისთვის 37-მდე ობიექტი დააჯარიმა. აქედან შვიდ შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობის ფაქტი დაფიქსირდა, რისთვისაც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს ინფორმაციით, მათი მითითების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორებმა მუშაობა უკვე განაახლეს.