სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება

საქართველოს მასშტაბით აგრარული ბაზრების მუშაობას აკრძალვის მნიშვნელობაზე ილაპრაკა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება საკაოორდინაციო საბჭომ კოვიდ 19-ის გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღო.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, აგრარული ბაზრები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

ბრიფინგზე ლევან დავითაშვილი პურის ფქვილის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საქართვლოში პურის ფქვილზე ფასები არ მოიმატებს.