აგრარული ბაზრების გახსნა

ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა უკვე რამდენიმეა დღეა განახლდა. კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების დაცვას ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკონტროლებენ. მუდმივ რეჟიმში ხდება მოწოდება დისტანციის დაცვაზე. ტერიტორიაზე შემსვლელ მანქანებსა და ე.წ. ურიკებს დეზინფექცია უტარდებათ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა დაშვებული. მოვაჭრეებს რეკომენდაციების შესაბამისად მათთვის განკუთვნილ მაგიდებზე სადეზინფექციო ხსნარი აქვთ, ასევე აღჭურვილები არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და ხალათებით.

ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები დღეში რამდენჯერმე ტარდება.

დატოვე კომენტარი