ერთ წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, ბოლო წლებში პირველად, ჩვილთა გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია შეჩერდა. და ეს იმ ფონზე, როცა 2015 წლიდან სამშობიაროები დონეებად დაიყო და მას შემდეგ გართულებების მქონე დედებსა და ჩვილებს სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები ემსახურებიან.