შშმ პირების დასაქმება ქვეყნის გამოწვევად რჩება. ასეთია იმ კვლევის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ანგარიშში ბოლო წლების სტატისტიკაც არის მოყვანილი, რომლის მიხედვით წლიდან წლამდე საჯარო სექტორში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი მცირდება.
პრობლემებია განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც. კვლევის ავტორების აზრით, შშმ პირებისთვის გათვალისწინებული სამთავრობო სტრატეგიის ნაწილი სათანადოდ არ სრულდება.