ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ისინი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.