ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 70 კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მეპატრონეების განცხადებით, ბარაკული ტიპის სახლი გაქირავებული ჰქონდათ და მათთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.