ბათუმში ხანძრის დროს განვითარებული მოვლენების ქრონიკა "მოამბის" სიუჟეტში
ცეცხლი ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში პირველადი ინფორმაციით, მეოთხე სართულზე გაჩნდა. მალევე შენობაში ელექტროენერგია გაითიშა, რამაც სტუმრებს შორის პანიკა გამოიწვია. ძლიერი იყო დაკვამლიანება.
მაშველებს სასტუმროში მყოფი ადამინების გამოყვანა სპეციალური ამწეთი მოუწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო 17 სამაშველო ჯგუფი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ სახანძრო ბრიგადები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან.
სასტუმროდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბათუმში განხორცილებული მოვლენების თითქმის 10-საათიანი ქრონიკა “მოამბის” სიუჟეტში.