გვიან ღამით ბათუმში ჩავიდნენ შს მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

09:52, 25.11.2017

გვიან ღამით ბათუმში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.

ხანძრის ქრობის პროცესში და სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო  17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

მსგავსი