გვიან ღამით ბათუმში ჩავიდნენ შს მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
გვიან ღამით ბათუმში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.
ხანძრის ქრობის პროცესში და სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.