ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ბრიგადები დაემატა

გაზრდილი მიმართვიანობის გამო, ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრს ბრიგადები დაემატა. სამი თვის განმავლობაში დამატებითი ჯგუფები იმუშავებენ.

აჭარის სხვადასხვა კლინიკაში გრიპით ინფიცირებული 20 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ვირუსის გავრცელების დინამიკა ჯერჯერობით უცვლელია.

საჯარო სკოლებთან ერთად, ბათუმში სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც 21 იანვრამდე გადაიწია.