ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს. მათ მიაჩნიათ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა უკანონოა და არსებითად აზიანებს ბათუმის ბულვარს, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
კომპანიამ „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 2018 წელს ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, მას შემდეგ იგი მრავალკორპუსიანი კომპლექსის მშენებლობას ითხოვდა, რასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა, თუმცა 2021 წლის 21 იანვარს კომპანიამ შეძლო, მოეპოვებინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის, რასაც მიწისქვეშ კიდევ ემატება სამი სართული, სწორედ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ორგანიზაცია.