პროტესტი ბათუმი რივიერაზე მშენებლობას

ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.  „დაიცავი ბათუმი“, „ბათომი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“,  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აპროტესტებენ სანაპიროზე  ცათამბჯენის მშენებლობას, წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ბათუმის რივიერაზე პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.

საპროტესტო აქციების პარალელურად, ორგანიზაციები გეგმავენ მიმართონ სასამართლოს.