კლუბ „ბასიანთან“ სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირიდან, ორი სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან მალე გაწერენ.
როგორც ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორ პაციენტს, რომლებსაც ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.