„ბასიანთან“ სროლის ბრალდებით დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ საქალაქო სასამართლოში. დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ადვოკატის განცხადებით, პროცესზე დაცვის მხარე 5000-ლარიან გირაოს მოითხოვს. ბრალდების მხარე კი, აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობას.
შსს-ს ინფორმაციით, ჩაჩხიანმა, 12 იანვარს, კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა სამ პირს და ადგილიდან მიიმალა.