„ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის პროცესი

12:20, 14.01.2020

„ბასიანთან“ სროლის ბრალდებით დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ საქალაქო სასამართლოში. დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატის განცხადებით, პროცესზე დაცვის მხარე 5000-ლარიან გირაოს მოითხოვს. ბრალდების მხარე კი, აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობას.

შსს-ს ინფორმაციით,  ჩაჩხიანმა, 12 იანვარს, კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა სამ პირს და ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი