ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედარი კახეთში საკუთარ სახლშია გადასვენებული
ბარნოვზე მოკლული 25 წლის გოგოს ცხედარი კახეთში, საკუთარ სახლშია გადასვენებული. სავარაუდო დამნაშავე კი ამ დრომდე არ არის დაკავებული. სამართალდამცველების ცნობით, ის მოკლულის მამინაცვალია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის მოტივზე საუბრობენ.
მათი ცნობით, აღნიშნული პირი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილების მოკვლითაც ემუქრებოდა. ბოლო შემაკავებელი ორდერი კი მკვლელობამდე რამდნიმე საათით ადრე მიიღო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ ახალგაზრდა გოგონა მისივე სახლში, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ის წარსულშიც იყო დაკავებული და ნასამართლევი, რასაც შინაგანს საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.