ბარათაშვილის მიმართვა

ფონდ „იავნანას“ შესახებ მომზადებულ საგამოძიებო ფილმში მასალები ღია წყაროებიდან არის მოპოვებული.

ასე ეხმაურება ლაშა ნაცვლიშვილი პაატა ბურჭულაძის ადვოკატის მოთხოვნას. სოსო ბარათაშვილმა დღეს მთავარი პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. ადვოკატის განცხადებით, ფონდი „იავნანას“ შესახებ მომზადებულ ფილმში გამოყენებული მასალები საქმის კონფიდენციალური მტკიცებულებებია და ინფრომაციის გასაჯაროვებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ის უწყებისგან ლაშა ნაცვლიშვილის გამოკითხვას და ინფორმაციის გასაჯაროვებაზე გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა, რაზეც პროკურატურისგან 7 მარტს შეტანილ მოთხოვნაზე უარი მიიღო.