ფონდ „იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრების გამოკითხვა

საქველმოქმედო ფონდ იავნანას შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ფონდის მიერ შეგროვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავენ.

თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ისინი მაგისტრი მოსამართლის თანხლებით გამოიკითხნენ.

მოწმის სტატუსით გამოძიების შეკითხვებს ფონდის რეჟისორებმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა უპასუხეს. გამოძიებას შეკითხვები, ძირითადად, იმ ხელშეკრულებებზე ჰქონდა, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფისთვის ანაზღაურების სახით გაცემულ თანხას ეხებოდა.