ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს.
სამუშაო არეალი სამთო კურორტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მთის კურორტების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
ცენტრალური ბილიკის მოწყობა, ქუჩების და ტროტუარების, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცეების მშენებლობა – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც ბაკურიანში ზამთრის სეზონის დადგომამდე უნდა მოესწროს.