გრიპის ვირუსი და ვაქცინაცია

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია.

საუბარია კერძო ქსელებში არსებულ მარაგებზე, სადაც პრეპარატების რეზერვი თითქმის ამოწურულია. ახალი მარაგების შემოტანა კი თვის შუა რიცხვებამდე არ იგეგმება.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ვირუსით ინფიცირების რისკი ყოველდღიურად მატულობს, თუმცა დეფიციტის პრობლემა არ შეექმნებათ რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, რომელთათვის სახელმწიფომ ცალკე მარაგები უკვე შეისყიდა და უფასო ვაქცინაციაც დაიწყო.