სამთო კურორტების წარმომადგენელთა მოთხოვნა

ათამდე ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. განსახილველი საკითხი მთის კურორტების ამუშავებაა. სასტუმროებისა და „დაიცავი მთის კურორტების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესის გადასარჩენად მხოლოდ მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება საკმარისი არ არის. მათი თქმით, განსაკუთრებით პრობლემური გუდაურია, რომელიც სხვა მთის კურორტებისგან განსხვავებით, მხოლოდ ზამთრის სეზონისას მუშაობს და მიმდინარე სეზონზე მხოლოდ ერთი თვე დარჩათ რომ მუშაობა შეძლონ და ბიზნესის გადასარჩენად  შემოსავალი მოიზიდონ. განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარეს, ნათქვამია, რომ საბაგიროები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე გახსნილი სილამაზის სალონები თუ სხვა ღია ობიექტები.