ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ამ წუთებში მთიდან 50-მდე დამსვენებელი ჩამოყავთ. ადგილზე მაშველები არიან მობილიზებულები. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.