წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში წყლის დებეტის გაზრდის და ზამთრის სეზონისთვის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებით სამუშაოებს იწყებს.
პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება, თუმცა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მკვეთრი ზრდისა და ტურისტების მზარდი ნაკადის გამო, დაბაში არსებული ქსელი გაფართოებას საჭიროებს. პროექტზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.