გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი, 15-კილომეტრიანი გზა აიხსნა. ის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი საავტომობილო გზას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. გურჯაანი-ბაკურციხის გზის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მიმდინარე პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი.
მოამბე