ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გახსნა

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი,  15-კილომეტრიანი გზა  აიხსნა. ის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი საავტომობილო გზას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს.  გურჯაანი-ბაკურციხის გზის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მიმდინარე პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი.

მოამბე

დატოვე კომენტარი