თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა – N64 ბაგა-ბაღი, რომელიც სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და დაცული შიდა ტერიტორია.