ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების პროტესტო

76-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები სასწავლო პროცესის განახლებას მოითხოვენ.

მათი ნაწილი თანახმაა სწავლისთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოს. მშობლების პროტესტის პარალელურად, შენობაში იმყოფებოდნენ ბაღების სააგენტოს მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტები. მათ ჰაერის სინჯბი აიღეს, რომლის შესახებ დასკვნას ლაბორატორია დაახლოებით 5 სამუშაო დღეში დადებს.

ბაღში სწავლა 18 ნოემბრს შეწყდა. მაშინ მიზეზად ბუნებრივი აირის სავარაუდოდ გაჟონვა სახელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ საუბარია ბიოგაზზე. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.