ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

დაიწყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, რომელიც 15 იანვარს დასრულდება. მასში 6 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ტესტირება საქართველოს მასშტაბით გახსნილ 70-მდე საგამოცდო ცენტრში ტარდება. მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს მოსწავლე, რომელიც მაქსიმალური ქულის, არანაკლებ 50%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის მოხვდება. ოლიმპიადის მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა.