სასწავლო პროცესის განახლება

სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ისევ იქნება გამოყენებული წერტილოვანი შეზღუდვები, მოსწავლეები პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით, ვალდებული არიან, ატარონ პირბადე.

განათლების სამინისტრო მშობლებს ისევ აძლევს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. დღესვე აღმზრდელობითი პროცესი განახლდა საბავშო ბაღებშიც. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლება ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს, თუმცა, იმედს გამოთქვამენ, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები არ მოიმატებს.