კინოსამყარო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადება.
19 თებერვალს ლონდონში, „ალბერტ ჰოლში“ წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „ბაფტას“ დაჯილდოება გაიმართება. ბრიტანული კინოაკადემია გამარჯვებულებს 76-ედ გამოავლენს.
სხვა კინოდაჯილდოებების მსგავსად საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ფავორიტი „ბაფტაზეც“ ქეით ბლანშეტია. კინოკრიტიკოსების შეფასებით ბლანშეტი მაყურებელს კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო შესრულებას სთავაზობს.
ბრინჯაოს ნიღაბი ჯამში 24 ნომინაციაში გაიცემა.