BAFTA 2024

კინოსამყარო ბრიტანული კინოაკადემიის რჩეულების გამოვლენის მოლოდინში. „ბაფტას“ წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. ბრინჯაოს ნიღაბზე წარდგენილთა შორის პირველ ადგილზე 13 ნომინაციით ფილმი „ოფენჰაიმერია“.

რაც შეეხება ბაარბის, რომელიც მთელი სეზონის განსახილველი თემა იყო, ხუთი ნომინაცია დაიმსახურა. ასევე, 11 ნომინაციით ლიდერობს იორგოს ლანთიმოსის Poor Things. ცხრა ნომინაცია აქვთ მარტინ სკორსეზეს და ჯონათან გრეიზერის ფილმებს.

BAFTA-ს 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია 18 თებერვალს გაიმართება.