შსს განცხადებით, ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ, კონკრეტული ტელევიზიების მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. საუბარია ფოტო და ვიდეომასალაზე, რომელიც, უწყების ცნობით, გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის საქმეზე გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს.