საგამოძიებო მოქმედებები სამეგრელოში

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სამძებრო სამუშაოები მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. ოჯახი დღეს მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებს. როგორც ესებუას მამამ გუშინ განაცხადა, მისი შვილი ოთხშაბათს გამოჩნდებოდა და თავადვე მოყვებოდა სიმართლეს. ბადრი ესებუას მეზობლები ამბობენ, რომ  წასვლის წინ მან დაიბარა, რომ თბილისში მიდიოდა სამკურნალოდ. მათი თქმით, 32 წლის მამაკაცს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თბილისში მკურნალობდა და სწორედ ამ მიზეზით წამოვიდა სამხედრო სამსახურიდან.  შეგახსენებთ, რომ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად აყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.