ყაჩაღური თავდასხმის საქმე

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა დადგენილია. თავდამსხმელის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, ამჟამად მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პარალელურად, ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, პოლიციის მაღალჩინოსნებთან, უკვე რამდენიმე საათია შეხვედრას მართვას.

გიორგი კობერიძე ბოლო ინფორმაციით ზუგდიდიდან.