გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე დაკითხა. მან იმ გარემოებაზე ისაუბრა თუ რა დამსახურების გამო მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე.
ბიწაძის თქმით, გიგაურისთვის კაპიტნის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო. სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ასევე გაიხსენა, რატომ ჩაურიცხეს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს პრემიები. როგორც ბიწაძემ აღნიშნა, ეს დაკავშირებული იყო საზღვრის რთული პერიმეტრების დაცვასთან. ბიწაძის თქმით, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არ ყოფილან.
დღესვე დაიკითხა სასაზღვრო პოლიციის კადრების განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელმაც ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა.