დავით გარეჯის საქმე - პროკურატურის განცხადება

ორი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი დავით გარეჯის გახმაურებულ საქმეში. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ბადრი ბიწაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერთ-ერთია, რომელსაც დღეს გასაჯაროებულ ფარულ მასალაში ივერი მელაშვილი ახსენებს. ჩანაწერი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მელაშვილის კაბინეტში სექტემბერშია გაკეთებული, ანუ მაშინ, როცა საზღვრების საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო. დიალოგი ივერი მელაშვილსა და საზღვრების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს შორის, იმ ოთხ სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილზე მიმდინარეობს, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, ზემდგომი პირების დავალებით, 2007 წელს საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ხათუნა გაგნიძე არკვევდა, ვინ მოიაზრება ზემდგომ პირებში.