ხაინდრავა-გიგაურის საქმეზე სხდომა გადაიდო

ეკა გიგაური გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ – სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოს შემდეგ, სააპელაციოში გრძელდება.

პირველი სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის კოლეგიის დაუკომპლექტებლობის  გამო 13 დეკემბრამდე გადაიდო. საერთაშორისო გამჭირვალობის ხელმძღვანელის სარჩელი, გოგა ხაინდრავას 2015 წლის განცხადებას უკავშირდება.

ხაინდრავა აცხადებდა, რომ  მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.  სწორედ  ამ  განცხადებისთვის, გიგაური ხაინდრავას რეპუტაციის შელახვასა და ცილისწამებაში ადანაშაულებდა.  თუმცა  საქალაქო სასამართლომ, ცილისწამების ნიშნები გიგაურის სარჩელში ვერ დაინახა  და შესაბამისად მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დღესაც, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ  ეკა გიგაური „ნაციონალებთან“ ერთად აჯილდოებდა ჯალათებს, რასაც  მისი დღევანდელი საქმიანობაც ადასტურებს. თავად გიგაური პროცესს არ ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი