ქალაქ გორსა და მის მიმდებარედ არსებულ ტურისტულად აქტიურ ზონებში ძველი შენობები სამშენებლო ბადით იფარება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ტურისტული სეზონისთვის ეს ნაბიჯი უსახური შენობების დასამალად გადაიდგა. თუმცა, როდემდე დარჩება შენობები საფარის ქვეშ, უცნობია.
ადგილობრივ მთავრობას ამ შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟისთვის თანხები მოძიებული ჯერ არ აქვს.
როგორ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას ადგილობრივები, ნახეთ ნინო ფისაძის სიუჟეტში.