საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის პარტიულ დისციპლინასთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის, ან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის გადაყენების საკითხის დაყენებას გამორიცხავენ.
„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, აზრთა სხვადასხვაობა გუნდში ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია, უბრალოდ, დეპუტატების განცხადებით, საჭიროა შეთანხმების მიღწევა.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დღეს თანაგუნდელები ისევ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად, გუნდში მიღწეული შეთანხმებები ირღვევა და სხდომათა დარბაზში განსხვავებული სიტუაცია იქმნება.