საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან. საერთაშორისო სამეცნიერო მისიის მიზანი, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებაა. საერთაშორისო კონფერენციაში – „აზიური ფაროსანა – გლობალური გამოწვევა“, ასევე მონაწილეობენ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
უცხოელი სპეციალისტები, მავნებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ადგილზე, პირადად ფერმერებისგან გაეცნენ. საერთაშორისო დელეგაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველომ, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, შექმნა უნიკალური სისტემა და მიიღო ხელშესახები შედეგი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში უმოკლეს ვადებში.