ვახტანგ გორგასლის N 25-ში ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის მშენებლობა იწყება. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისთვის.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური ქვეყანა და ის ზრუნავს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.