აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. ჟურნალისტის ადვოკატის ინფორმაციით, პროცესზე მან ცხრა შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა.
დანარჩენი რვა შუამდგომლობა, მათ შორის საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა და ექსპერტიზის ჩატარება მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე მოსამართლემ არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.