100 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ისტორიული აქტი მიიღეს.
1918 წლის 28 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ შენობაში აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აზერბაიჯანელთა ეროვნულმა საბჭომ დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა.
ისტორიული თარიღის აღსანიშნავად თბილისში საზეიმო მიღება მოეწყო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ სტუმრებს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის ელჩმა მიმართეს, დარბაზში სიმბოლურად აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტიც წაიკითხეს.